Friday, January 25, 2013

მეორე მსოფლიო ომი



მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმითპოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისისვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთიდიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკარიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა დაგრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში სურინამის დაპყრობა )ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი(ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვისამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიცგენოციდშიც კი გადაიზარდ
<iframe width="420" height="315" src="http://www.youtube.com/embed/2dACaRNDvi4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>


http://www.youtube.com/watch?v=hW_5RXPIi9k

No comments:

Post a Comment