ჩინეთის დიდი კედელი




ჩი­ნე­თის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი სიმ­ბო­ლო - ჩი­ნე­თის დი­დი კე­დე­ლი გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო მას­შტა­ბის აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­იჩ­ნე­ო­და. ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს, სინ­ხუ­ას ცნო­ბით, კედ­ლის სიგ­რძე 21,169 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს. 2009 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მი­იჩ­ნე­ო­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი სა­ოც­რე­ბა­თა­გა­ნი 8,85 ათა­სი კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძის იყო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კედ­ლის მას­შტა­ბის შე­სა­ხებ ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ბო­ლო­ოა. ადა­მი­ა­ნის ხე­ლით აგე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ქმნი­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ჩი­ნეთ­ში ჯერ კი­დევ ძვე­ლი წელ­თაღ­რიც­ხვის მე­სა­მე სა­უ­კუ­ნე­ში სამ­ხედ­რო თავ­დაც­ვის მიზ­ნით და­იწ­ყეს. ექ­სპერ­ტე­ბის ცნო­ბით, ჩვე­ნამ­დე პირ­ვე­ლან­დე­ლი სა­ხით დი­დი კედ­ლის მხო­ლოდ 8,2-მა პრო­ცენ­ტმა მო­აღ­წია. ნა­გე­ბო­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ან­და. 1987 წელს ჩი­ნე­თის დი­დი კე­დე­ლი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს.  

წყარო: http://www.tabula.ge/article-22798.html
ტაბულა © 2012

No comments:

Post a Comment