მკვლევარებმა დააზუსტეს მონაცემები ჩინეთის დიდი კედლის შესახებ. როგორც ისინი იტყობინებიან, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმოაჩენეს კედლის კიდევ ერთი ნახევრადდანგრეული ნაწილი.
თავად რუინები სიგრძით 172 მეტრია, თუმცა ის 11 კილომეტრის მანძილზე აღმოსავლეთით მდებარეობს კედლის იმ ფრაგმენტისგან, რომელიც აქამდე კედლის კიდედ ითვლებოდა. ეს ახალი აღმოჩენა მდებარეობს გირინის პროვინციაში, ტუნჰუას შემოგარენში.
ფრაგმენტი დატირებულია ცინის (221-206 წ. წელთ-აღრიცხვამდე) და ხანის (206 წელთ-აღრიცხვამდე - 220 წელთ-აღრიცხვით) დინასტიების დროით, ანუ კედლის შენების დასაწყისის პერიოდით. მშენებლობა ათას წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მინის დინასტიამდე (1386-1644 წ.)
ჯამში, მომთაბარეებისაგან დასაცავად აშენებულმა კედელმა სიგრძეში 8850 შეადგინა. წელს მისი სიგრძის დაზუსტების მცდელობა უკვე იყო, აპრილში. მაშინდელი ჩასწორება დღევანდელზე მასშტაბურია - ჩინელმა ექსპერტებმა კედელს დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი დაუბრუნეს
No comments:
Post a Comment